Metro City: „ბათუმში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა დიდი, ფასი კი მზარდია“

ბათუმში კომერციული ფართების დეფიციტია. როგორც სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითის“ დირექტორმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას განაცხადა, ბოლო წლებში ინტერესი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდების მხრიდან გაზრდილია, არსებული მიწოდება კი მას ვერ პასუხობს.
ნინო ირემაძის თქმით, „მეტრო სითიში“ კვ.მ ფართის ქირაობა 30-35 დოლარია. ბოლო 5 წელში ფასი დაახლოებით 20 დოლარით არის გაზრდილი.
„მოთხოვნა დიდი და უწყვეტია. გამონაკლისი იყო მხოლოდ პანდემიის პერიოდი. ჩვენი ცენტრი 2017 წელს გაიხსნა, 16 ათასი კვ.მ იყო მაშინ საერთო ფართობი. მას შემდეგ მოთხოვნიდან გამომდინარე 2-ჯერ გავზარდეთ, ახლა 33 ათასი კვ.მ-ია და სრულად ათვისებულია. ჩვენთან საშუალოდ ფასი დღეს 30-35 დოლარია, შედარებისთვის გახსნის პერიოდში იყო 15$.
ვფიქრობ, დეველოპერები იფიქრებენ სავაჭრო ობიექტების დამატებაზე რადგან მოთხოვნა დიდია. ინტერესი არსებობს როგორც საერთაშორისო ბრენდების, ასევე ადგილობრივების მხრიდანაც“, – განაცხადა ირემაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ