რა ქონებას ყიდის სახელმწიფო აუქციონზე?

· ქალაქ თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები – 6.4 მლნ ლარი; აუქციონი 18 ივლისს დასრულდება.
· ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოცხნარაში მდებარე 5454.00 კვ.მ. და 5802.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები – 3.2 მლნ ლარი; აუქციონი 2 აგვისტოს დასრულდება
· გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარე 29900.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 1.35 მლნ ლარი. აუქციონი 26 ივლისს დასრულდება.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 2019 წლიდან ახორციელებს.