საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „საქკაბელს“ სოლარ კაბელების წარმატებულ წარმოებას, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმზე წარადგინა. „საქკაბელმა“ საზოგადოებას ბაზარზე მოთხოვნადი კაბელის 50-მდე ნიმუში გააცნო, მათ შორის სოლარ H1Z2Z2-K კაბელი, რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს. კომპანიამ ფორუმზე ასევე მზის ელექტრო სადგურების სამონტაჟოდ საჭირო სხვა საკაბელო და არასაკაბელო მიმართულების პროდუქტები წარადგინა, რომელზე მოთხოვნაც დღითი დღე იზრდება.