MICROSOFT, APPLE, NVIDIA… – კომპანიები, სადაც საქართველოს მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებია დაბანდებული

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.2 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემებს საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
დინამიკური პორტფელის როგორც ნომინალური ისე რეალური ამონაგები აღემატება დანარჩენი ორი პორტფელის ამონაგებს. აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ივნისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 54% იყო, დაბალანსებულში 33%, ხოლო კონსერვატიულში 18%.
პორტფელების გაშვებიდან (2023 წლის 7 აგვისტო) დღემდე დაგენერირებული ნომინალური ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
· კონსერვატიული პორტფელი – 11.4%;
· დაბალანსებული პორტფელი – 13.4%;
· დინამიკური პორტფელი – 15.0%.
სააგენტომ გამოაქვეყნა, აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის ჩამონათვალი, პორტფელის წილის მიხედვით:
· MICROSOFT – 3.2%;
· NVIDIA – 2.9%;
· APPLE – 2.9%;
· ALPHABET – 1.9%;
· AMAZON – 1.7%;
· META – 1%;
· TSMC – 1%;
· VALE – 0.8%;
· BERKSHIRE – 0.7%;
· EU LILLY&CO. – 0.7%.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე