რომან გოცირიძე – საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია – დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა

საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია – დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა, – აღნიშნული შეფასება დღეს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა მ გააკეთა.
გოცირიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი “მავნებელი ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრებაა“.
“ფაქტობრივად, თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს – თავდაცვის მიმართულებითაც კი ჩერდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება იყო. ასევე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სამხედრო სფეროში დაფინანსებას წყვეტს. მსგავს გადაწყვეტილებას, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიღებს. ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი!
მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს იმას, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და ფაქტობრივად, დასავლეთის მოწინააღმდეგე და ს მოკავშირე გახდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ