ვფიქრობთ, რომ ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა – მამუკა მდინარაძე „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებაზე

მამუკა მდინარაძე სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ – ის გადაებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და აღმასრულებელმა მდივანმა ამ გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე თვეში ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება.
„ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ნორმალიზებაზე, იმაზე რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მოქალაქეებს ის ფაქტობრივი სავიზო შეზღუდვა, რომელიც ვიზის სირთულით აქვს, უნდა მოუხსნას. თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები – ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ – იცით რა, წვრთნები გაგიუქმეთ. მერე ვიღაც იტყვის, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობა ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. ჩვენ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ვიღაც ამას რომ იტყვის, მერე [ჟურნალისტები] მოხვალთ და [მკითხავთ] – ეთანხმებით თუ არა. ეჭვი ამის შესახებ შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩვენ ასე არ განვიხილავთ საკითხებს. ჩვენ არ შევდივართ თემის სიღრმეებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის მინიმუმ გაუგებარი გადაწყვეტილება, იმ ფონზე, როდესაც საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების კუთხით, მოწინავე ქვეყნების რიგშია. მე მგონია, რომ ძალიან მალე, მაგალითად რამდენიმე თვეში ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
-ის თავდაცვის დეპარტამენტმა „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ განცხადება გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ