მამუკა მდინარაძე – 25 წლის ასაკში, „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს, 45 წლის ასაკში, მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო თურმე დამასანქცირეს, იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს

25 წლის ასაკში, „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს. 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს – გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საკუთარ დასანქცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„თქვენ მეუბნებით, რომ მაგალითად, მე, მამუკა მდინარაძე ვარ დასანქცრებული. ჩემთვის არ არის ცნობილი და თქვენთვის არის ცნობილი? ეს რაღაც სიმპტომია. დღეს დაზუსტებით არ ვიცით, არც მე და არც თქვენ ასეა თუ არა. თან მეუბნებით, რომ „ქართული ოცნებისგან“ გამოვიდა ინფორმაციაო, „ქართული ოცნებისგან“ ვერ გამოვიდოდა, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ბოლომდე ვერავინ ხვდება. ამერიკას, ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანას, თავის დროზე, ერთი „ნაციც“ კი არ დაუსანქცირებია, ხალხი რომლებმაც უბინძურესი და უსასტიკესი რეჟიმი შექმნეს, განცხადებაც კი არავის გაუკეთებია, რომელიმე მათგანის, ამ სისტემის ხელმძღვანელების დასანქცირებაზე და ლაპარაკობენ ჩვენს დასანქცირებაზე იმ კანონის მიღების გამო, რომლის გაცილებით მკაცრი ვერსია თავად -ში მოქმედებს. რანაირი სამართალია ეს, კაცმა არ იცის. იმ დღეს ვფიქრობდი, 25 წლის ასაკში, „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო დამიჭირეს. 20 წლის შემდეგ, 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია, 65 წლის რომ ვიქნები, წაკითხვის გამო ვიღაცა რაღაცას არ მიზამს. გამაგებინონ, ის მაინც მეცოდინება სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ჩემი სადღაც გადაადგილების თავისუფლება შევწირე ჩემს ქვეყანას. ზუსტად მეცოდინება და ამაყი ვიქნები ამით. ადამიანები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისას, დიდ ამბავი, გადაადგილების თავისუფლებას შევწირავ მეც, კი ბატონო“,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება