„მე მაინც პირველი ვერსიისკენ ვიხრები“ – რას წერს მამუკა მდინარაძეზე რატი იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში!
ამას მაშინვე მოყვა შესაბამისი რეაქცია და დღეს ნაცმოძრაობის ტელევიზიების საინფორმაციო საშუალებები გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა!
ამოცანა გვეკითხება, ნაცებს ძალიან ეტკინათ და ფეიკით აქეთ ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას თუ ამხელა ზესახელმწიფო რეაგირებს მართლა ასე სწრაფად ნაცების გაბანძებაზე?! მეორე შემთხვევაში, ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა ასე სწრაფად საიდან გაიგეს?
(თვითონ ამბობენ, მდინარაძეს ამჟამად ვიზა არა აქვს და წასვლას თუ ეცდება, მერე გაიგებს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცითო)
მე მაინც პირველი ვერსიისკენ ვიხრები “

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება