მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა

„ნაცმოძრაობის“ და ს თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა“.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან წვალობენ. სინამდვილეში, არიან ერთი ქოლგის ქვეშ. ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად , რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ამის თქმა ცოტა მძიმეა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, მისი დავალების მიმცემი გახდა. დავალების მიმღებისგან დავალებებს იღებს. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, – განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოლოდინი აქვს, თუ არა, რომ ოპოზიცია ერთიანობის დეკლარაციის ფარგლებში საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს დაასახელებს, მდინარაძე ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ“.
„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი მათი თოჯინა გახდა. რა თქმა უნდა, ისინი თავის თოჯინას მხარს დაუჭერენ. როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში, რა მოძრაობასაც ისინი ვერბალურად ახორციელებენ, ზუსტად იგივე ტრაექტორიით სალომე ზურაბიშვილი მოძრაობს. როგორც გააქნევენ ხელს ჩვენი „ნაცი“ ოპონენტები, ზუსტად იგივეს სალომე ზურაბიშვილი იმეორებს. დააკვირდით, საერთო „მესიჯ ბოქსში“ არიან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ