მამუკა მდინარაძე – ის, რაც მიიღო კანადამ და საფრანგეთმა, რაც ათწლეულებია მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული – გარედან დაფინანსებული საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდათ, ამის გამო კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ

გარედან დაფინანსებული საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს, ამის გამო კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ პარტიის ოფისში გამართული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას რუსულს ეძახის და ამით ცდილობს დააკომპლექსოს ხელისუფლებაც და მისი ამომრჩეველიც.
როგორც მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით აღნიშნა, ის რაც მიიღო კანადამ და საფრანგეთმა და რაც ათწლეულებია მუშაობს -ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული.
„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს, ხვალ, ზეგ ვინ რა განცხადებას გააკეთებს, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები, არსებული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი რგოლების წარმომადგენლები, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინმეს როლი რომ არ დავაკნინოთ, თუმცა, ჩვენ გეგმაზომიერად, ღირსებით და ნამდვილად ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით ჩვენი კონსტიტუციის ჩვენს მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროპისკენ.
რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე და თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე, როგორც კანადამ, საფრანგეთმა, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ჩვენი დასჯა. რომელიმე თქვენგანს გახსენდებათ კანადაში აქციები „არა რუსულ კანონს“ და „ვერ გახდება კანადა ს უკანა ეზოო?“ ან საფრანგეთის აქციები რატომ არ გააშუქეთ? იმიტომ, რომ არ ყოფილა, არავის მოსვლია აზრად, გაცილებით მკაცრი ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონი რუსულად მოენათლა. საქართველოში გახდა ეს მარტო „რუსული“ და საქართველოში სცადეს ამის რუსულად მონათვლა. რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, მისი ამომრჩეველი და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ის, რაც მიიღო კანადამ და საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ