სევასტოპოლში სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა

ანექსირებულ სევასტოპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 20-დან 100-მდე ადამიანი დაშავდა, სამი კი დაიღუპა, იუწყება ს ადმინისტრაცია. დაშავებულთა უმეტესობა ადგილობრივი პლაჟების სტუმრები არიან.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული რაკეტა 23 ივნისს ჩამოაგდეს ქალაქის სანაპიროზე და დაზარალებულები ნამსხვრევებით დაშავდნენ. ახლა ამტკიცებენ, რომ რაკეტას ჰქონდა კასეტური ქობინი და პლაჟის თავზე აფეთქდა მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შედეგად გადაუხვია კურსს, ხოლო ხალხი დაშავდა ქვეჭურვებით. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.
დაღუპულთა შორის არის ორი წლის ბავშვი, განაცხადა რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა. მისი თქმით, დაჭრილია ასამდე ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება 20 დაჭრილის შესახებ.
ადგილობრივი მოსახლეები ამბობენ, რომ თავდასხმამდე არ ამოქმედებულა საჰაერო იერიშის შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა.

ასევე დაგაინტერესებთ