რუსეთის რეგიონებს კვლავ შეუტიეს დრონებით

ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლებები ავრცელებენ და ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ 30-ზე მეტი დრონი გაანადგურა.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზოვის ინფორმაციით, რომელსაც ის საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს, მასირებული შეტევა დაიწყო შუაღამისას და გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში.
გუბერნატორი წერს, რომ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ, არ არიან დაშავებულები.
ვასილ ანოხინი, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი კი ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განადგურებული დრონების ნარჩენების აღმოჩენისას, არ მიუახლოვდნენ მათ და ინფორმაცია შეატყობინონ სპეციალურ სამსახურს.
ს სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა, პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა სამხედრო და სამრეწველო ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ბაზები. ყოველ ჯერზე, რუსეთი ს ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება