შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (IBSU) კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული 30-მდე წამყვანი კომპანია ესწრებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, დასაქმების ფორუმზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ და მიმდინარე ვაკანსიებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს გაეცნენ.
ასევე, IBSU-ს კარიერული კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების სესიები გაიმართა. მოწვეულმა სპიკერებმა თანამედროვე ტენდენციები და მიმართულებები დასაქმების ბაზარზე მიმოიხილეს და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაყბრეს.
ფორუმის დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ნომინაციაში ‘ყველაზეინტერაქტიური სტენდი’ TBC – ბანკმა გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ