რამზან კადიროვის ვაჟები ფარულად დააქორწინეს მამის თანამოაზრეების ნათესავებზე

8 ივნისს ჩეჩნეთში საიდუმლო ვითარებაში გაიმართა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ვაჟების, 17 წლის ელისა და 16 წლის ადამის ქორწილი. როგორც „კავკაზ.რეალიი“ წერს, პირველი დაქორწინდა ს სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის არასრულწლოვან ნათესავზე, ხოლო მეორე – ფედერაციის საბჭოს წევრის, სულეიმან გერემეევის ქალიშვილზე.
ქორწილი სრულიად საიდუმლო ვითარებაში გაიმართა. უამრავ სტუმარს აკრძალული ჰქონდა მისი ხსენება და თავად რამზან კადიროვს არაფერი უთქვამს მომავალი ქორწილების ან მომავალი რძლების შესახებ.
ელი კადიროვის დაქორწინების შესახებ ცნობა ჩეჩნურმა ოპოზიციურმა არხებმა მისი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დასრულებისთანავე გაავრცელეს. “ნოვაია გაზეტა” ელის საცოლედ ასახელებს სახელმწიფო დუმაში ჩეჩნეთიდან არჩეულ დეპუტატ ადამ დელიმხანოვის უფროს შვილიშვილს ქალიშვილის, ჰედი დელიმხანოვას, მხრიდან. როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავად ჰედის ასაკისა და ქორწინების თარიღის მიხედვით, მისი ქალიშვილი არ შეიძლება 14 წელზე მეტისა იყოს.
კადიროვის უმცროსი ვაჟი ადამ კადიროვი დაქორწინდა ჩეჩენი სენატორის, სულეიმან გერემეევის ქალიშვილზე. ამის გარდა, მისი პატარძლის შესახებ არაფერია ცნობილი. გერემეევი რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი და ასევე ზემოხსენებული სახელმწიფო დუმის დეპუტატის, დელიმხანოვის ბიძაშვილია.
“კავკაზ. რეალიის” მიერ გამოკითხული ექსპერტები თვლიან, რომ რამზან კადიროვი იძულებულია გადადგას ასეთი ნაბიჯები არასტაბილურ სიტუაციაში, მათ შორის თავისი სერიოზული ავადმყოფობის შესახებ ჭორების გამო.
ცნობილია, რომ რუსი რუსლან გერემეევი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ