“დაცვით დამხვდა გოიმურად და არაკაცურად – „ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა – რასაც ოცნება ჩასძახებს, იმას ამოგძახებს” – ნიკა მელია

“ახალის” თანადამფუძნბელი, :
მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით ქოცებს არა მხოლოდ მომსახურების სფეროში საქმიანობა, არამედ საერთოდ სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა.
ამბავი იმით დაიწყო, რომ ძალიან კარგ ქართველს შეეძინა შვილიშვილი. დაგეგმა ძეობა, ორი დღით ადრე დაუჯავშნია რესტორანი, დამპატიჟა. დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე მცირე ხნით მისვლა. მივედი და ეს რესტორანი, „ქვევრი“, აღმოჩნდა „ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს პოსტივის თანამშრომლის – ვინმე ლაშა ბასლანაძის. როგორც გაირკვა, „ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა – რასაც ოცნება ჩასძახებს, იმას ამოგძახებს. ზუსტად ასე ამომძახა ძეობაზე მისულს – ათკაციანი დაცვით გარშემორტყმული კართან დამხვდა სამარცხვინოდ, გოიმურად და არაკაცურად – არ შემოხვიდეო. სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის რომ მთელმა სუფრამ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხისგან შედგებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი. ასეთია ქოცური გაგებით ტრადიციებისა და ოჯახის პატივისცემა. მათთვის სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ პოზნერისთვის გაწელილი ელარჯი და პარლამენტის სკამში ჩამჯდარი გავრილოვია. მადლობა ღმერთს ექიმი არაა, თორემ წარმომიდგენია რამდენს გაწირავდა სასიკვდილოდ.
ცნობისთვის, 2023 წელს ლაშა ბასლანაძეს, კონცეპტArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ჯორბენაძე უჩიოდა.
თეონა ჯორბენაძემ სოციალურ ქსელში Postv-ის ხელმძღვანელი, სექსუალურ შევიწროებაში არაერთგზის მხილებული, შალვა რამიშვილი გააკრიტიკა და დაწერა, რომ პროპაგანდისტული ტელევიზიის გადაცემებში სიარული “წითელი ხაზია”.
ჯორბენაძის პოსტს ფეისბუქზე გამოეხმაურა Postv-ის გადაცემა ბიზნეს პოსტის თანამშრომელი, ლაშა ბასლანაძე, რომელმაც კონცეპტArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელს “ფაშისტკა” უწოდა და დაემუქრა: “დაგველოდე, მწარედ უნდა მოგადოთ”.

ასევე დაგაინტერესებთ