აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა, ლინდსი გრეჰემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა ს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს.
„რამდენიმე მიზეზის გამო, მოუთმენლად ველი კენჭისყრას ჩვენს კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინეს. უპირველეს ყოვლისა, ეს აღიარება მნიშვნელოვნად გაზრდის შეერთებული შტატეაასქქ²ბის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს პუტინის დასასჯელად მისი ბარბაროსული ქცევისთვის ში და მისი დესტრუქციული ქმედებებისთვის აფრიკასა და მთელ მსოფლიოში, პუტინის რუსეთი არის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო და უკვე დიდი ხანია დროა, მოხდეს ამის ოფიციალურად, -ის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარება“, – ციტირებს მედია „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრეჰემს.
თავის მხრივ, „დემოკრატმა“ სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ „რუსეთმა დაიმსახურა ადგილი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების კლუბში უკრაინაში ძალადობისა და აგრესიის სასტიკი კამპანიის გაჩაღების გამო“.
ეს არ არის ამერიკელი კანონმდებლების პირველი მცდელობა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ. სენატორებმა ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა მსგავსი კანონპროექტი პარლამენტს 2022 წელს წარუდგინეს. თუმცა, მაშინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი არ დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ