არხმა “მატჩ-TV-მ” აჩვენა ქართველი ქომაგების შეძახილი “პუტინ ხ..ო”, შემდეგ ამოჭრა ვიდეოჩანაწერიდან

რუსულმა ტელეარხმა „მატჩ-TV-მ” პირდაპირ ეთერში აჩვენა ქართველი ქომაგების შეძახილი „პუტინ ხ…ო“, მაგრამ შემდეგ ეს ეპიზოდი ამოჭრა ვიდეოჩანაწერიდან.
ცნობილი უხამსი სლოგანი, რომელიც მასხრად იგდებს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქართველმა გულშემატკივრებმა თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს გამართული შეხვედრის დროს გააჟღერეს.
საქართველომ მატჩი 3:1 წააგო. ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფარგლებში მომდევნო თამაშებს 22 ივნისს ჩეხეთისა და 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

პატრიოტულ-პოლიტიკური სიმღერა-სლოგანი “პუტინ ხუილო“ პირველად 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ს ანექსიის შემდეგ შეასრულეს უკრაინის საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრებმა. ამის შემდეგ „პუტინ ხუილო“ სწრაფად გახდა პოპულარული და იგი არაერთხელ გაჟღერებულა საფეხბურთო მატჩებსა და საპროტესტო აქციებზე, არა მხოლოდ ში.

ასევე დაგაინტერესებთ