“ნუ შ……თ, ნუ გვმოძღვრავთ, თქვენი ჭირიმე რა… შემგონებელთა ახალი კასტა გაიჩითა ფბ-ზე…” – გრიგოლია კრიტიკოსებს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში, საქართველოს ნაკრების თამაშსა და გულშემატკივრების გამოხმაურებებზე წერს:
“ის ხალხი მაინც ნუ წერთ ფეხბურთზე, ვინც პირველად უყურეთ ფეხბურთსო (თან ძახილის ნიშნებითა და ტონით) – შემგონებელთა ახალი კასტა გაიჩითა ფბ-ზე.
ასე გულით პირველად ვუყურე, კი.. მართლა არასოდეს მიყურებია ასეთი ემოციით და ეს გადარევა საბერძნეთთან მოგების შემდეგ დამეწყო.
არანორმალურად გადავირიე ჩვენს ნაკრებზე …ყველა მოთამაშე მიყვარს,ყველა…ვილი სანიოლიც .. მის ხელში მივაღწიეთ ასეთ წარმატებებს✌️ ხოდა , რა მინდოდა მეთქვა))))))
თუ პირველად ვუყურე ასე გულით და სულით, ანუ არ მაქვს უფლება ხო, კითხვა რომ დავსვა თამაშზე? ეგეც გაგვაფრთხილეთ, მორალს ვინც გვიკითხავთ და გვასწავლით, რისი უფლება გვაქვს და რისი არა, ახალბედა გულშემატკივრებს, თორემ შეიძლება მეორე თამაშზეც გაგვიჩნდეს რამე კითხვის მსგავსი, როცა მეორედ შევხედავთ ფეხბურთს და უკვე ვნერვიულობ, უფლებას ხომ არ წაგვართმევთ რამე ვიკითხოთ და ვთქვათ და ხომ არ გვცემთ? )))) ხალხო, ფეხბურთი იმისთვისაა, რომ მერე კამათი და გარჩევა მოყვეს , დისკუსია და აყალ-მაყალი..გარჩევა..ისა…ესა…😂 ბოდიში და ნუ შ……თ , ვისაც მაგალითად კითხვა გაგვიჩნდა ბუდუზე, რატომ შემოიყვანეს ბოლო წამებში ან სხვა მოთამაშეზე და ნუ გვმოძღვრავთ , თქვენი ჭირიმე რა)))) იიი..პირველად უყურეთ ფეხბურთს…პირველად უყურეთ..” – დაწერა გრიგოლიამ.

ასევე დაგაინტერესებთ