კიმ ჩენ ინი – რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ

რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ახლა მსოფლიოში ვითარება რთულდება და სწრაფად იცვლება. ამ ვითარებაში ჩვენ რუსეთთან, რუსეთის ხელმძღვანელობასთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის პოლიტიკას მხარს უპირობოდ დაუჭერს.
ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ