“მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის! ბრძოლა ბოლომდე! ყველაფერი წინ არის – მამუკა მდინარაძე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე EURO 2024-ზე, საქართველო-თურქეთის მატჩზე და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე წერს:
“მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის! ბრძოლა ბოლომდე! ყველაფერი წინ არის! და არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ასევე ისტორიული დღეა – საქართველომ, ისტორიაში პირველად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე!”- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში