,, მაგ ასაკში თვით მარადონამ ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატი და ამის გამო არავის მოუკლავს!” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშზე:
,,პირველ რიგში მადლობა ბიჭებს, იოიმეს ბოლომდე და ხარისხიც ხშირ შემთხვევაში კარგი იყო თავდასხმაში თამაშისას. ყველაფერი ჩადეს! იღბალი, რომ გვქონოდა ფრეს გავახერხებდით, ალბათ ვიმსახურებდით, უიღბლობასთან ერთად კვარა დაგვიკეტეს. რაც გაუგებარი იყო და რჩება სანიოლის ტაქტიკა ორივე ტაიმის პირველი 20-25 წუთში, როცა ძალიან პასიურად ვითამაშეთ დაცვაში. პრინციპში სწორედ ამ დროს წავაგეთ. ორივე ბურთი ისე გავიდა, რომ საკუთარ საჯარიმოს მიჯაჭვულებმა ვერ დავბლოკეთ საჯარიმოს წინა ზონიდან სახიფათო დარტყმები, არადა ორივეჯერ მაგრა მოაჯდათ თურქებს ბურთი და ამას ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ხელს არავინ უშლიდა. კომფორტულად მივიდნენ ბურთთან და ბრძოლაში არ დაურტყავთ. დიდი სივრცე და დრო ჰქონდათ დარტყმების მოსამზადებლად.
ევროპულ ფეხბურთში არ არის არც ერთი მეტნაკლებად მაღალი კი არა, საშუალო კლასის გუნდი, რომლიც ამდენ თავისუფლებას აძლევს მეტოქის ნახევარმცველებს. საუბარი არ არის მთელ მოედანზე პრესინგზე, საკუთარ ნახევარზე მაინც ასე სეირნობის, ბურთის მიღების, გაჩერების, გახედვის, შეტევის გაგრძელების ვარიანტების არჩევის და ყოველგვარი წინაღმდეგობის გარეშე დამიზნებული პასის ან დარტყმის გაკეთების საშუალებას თანამედროევ ფეხბურთში არც ერთი გუნდი მეტოქეს არ აძლევს. დაცვაში თამაშის ასეთ პასიურ ტაქტიკას იმდენად უკან ჩავყავართ, იმდენდ ვეჯაჭვებით საკუთარ საჯარიმოს ბოლო 20-25 მეტრში, რომ ჯერ ეს ერთი ძალიან იზრდება წნეხი დაცვაზე, მეორეც იქიდან სწრაფი კონტრშეტევის წამოწყებაც ჭირს. უბრალოდ ვერ მოვასწრებთ სწრაფად მეტოქის ნახევარზე გადასვლას, 50-70 მეტრი უნდა ირბინონ მეტოქის საჯარიმომდე, რომ შეტევაში ჩაერთო. მოკლედ ეს პასიური თამაში არ არის პრობლემების გარდა არაფრის მომტანი.
მიუხედვადა ამისა, იყო ძალიან კარგი მომენტები, ფანტასტიური იყო ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, ჩაკვე სანამ დაიღლებოდა, მამარდა, რომელმაც სასწაული თაური აიღო. კვარა დაკეტეს, მაგრამ მგონი რომ არ ღირს ახლა მისი კრიტიკა, ალბათ ვერავინ იტყვის რომ არ მოინდომა, ამიტომ ნუ ვიქნებით დაუნდობლები! მეტოქის მცველების მთელი ყურადღება მასზე იყო. ჩემ თაობის გულშემატკივარს ახსოვს, რომ მაგ ასაკში თვით მარადონამ ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატი და ამის გამო არავის მოუკლავს! ბევრი მომენტი გვქონდა, არ გვეყო გამოცდილება და ცივსისხლიანობა, ესეც ფაქტია. მაგრამ ეს გამოცდილებით მოვა. ვინც კარგად ითამაშა ყველა საკმაოდ ახალგაზრდაა, ასე რომ პერსპექტივა არის და მას ამ ჩემპიონატზევე გამოყენება უნდა. საკუთარი ძალების უნდა მეტად ვირწმუნოთდა ჩვენს ნახევრზე მეტოქე არ უნდა ვასეირნოთ! მადლობა და წარმატებები ბიჭებს!”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“