კახა კალაძე – ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე, მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება – წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე – ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, – წერს თბილისის მერი, სოციალურ ქსელში, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება.
როგორც კალაძე წერს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები მეტი მონდომებით წარსდგება.
„მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!
მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!
წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.
წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“,- წერს კალაძე „ფეისბუქზე“.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“