თელასი აცხადებს, რომ სანამ წყლის პრობლემა იქნება, შუქს არ გათიშავს

სააქციო საზოგადოება „თელასი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, გეგმიურ სამუშაოებს აჩერებს, შესაბამისად, ამ მიზნით აბონენტებს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდებათ:
„დედაქალაქში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს.
წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია „თელასი“ არ ჩაატარებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ქსელის რეაბილიტაციისა და მოდერნიზების მასშტაბურ სამუშაოებს,” — ვკითხულობთ „თელასის“ განცხადებაში.
მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა. GWP-ის ცნობით, გრაფიკი ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ 7-საათიანს.
წყალმომარაგების აღდგენას თბილისში შესაძლოა ერთ კვირამდე დრო დასჭირდეს. ამის შესახებ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან კახა კალაძისა და მისი მოადგილეების შეხვედრის შემდეგ თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით