NASA-ს ასტრონავტი და “აპოლო 8-ის” ეკიპაჟის წევრი უილიამ ანდერსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

90 წლის NASA-ს ასტრონავტი უილიამ ანდერსი, რომელიც კოსმოსური მისია “აპოლო 8-ის” ეკიპაჟის წევრი იყო, 7 ივნისს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა შვილმა, გრეგორი ანდერსმა დაადასტურა.
გავრცელებული ცნობებით, მისი თვითმფრინავი ვაშინგტონის შტატის სან-ხუანის კუნძულების მიმდებარედ ჩამოვარდა. -ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, პილოტის ცხედარი მყვინთავებმა ამოიყვანეს.
1968 წლის კოსმოსური მისია “აპოლო 8-ის” ფარგლებში უილიამ ანდერსი პირველ სამ ადამიანს შორის იყო, რომლებიც დედამიწის ქვედა ორბიტას გასცდნენ და მთვარისკენ გაემგზავრნენ.
ფრენკ ბორმანმა, ჯეიმს ლოველმა და უილიამ ანდერსმა მთვარეს ათჯერ შემოუარეს და მის ზედაპირს სურათები გადაუღეს.
კოსმოსური ხომალდიდან ანდერსმა ცნობილი სურათი “დედამიწის ამოსვლა” შობის ღამეს გადაიღო. “მთელი ეს გზა გამოვიარეთ მთვარის შესასწავლად, და მთავარი რამ, რაც აღმოვაჩინეთ, დედამიწაა”. – თქვა უილიამ ანდერსმა მოგზაურობის გახსენებისას.