ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 7 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.64 თეთრით. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8247 ლარია, ერთი ევროსი – 3.067 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.12 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი – 3.07 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 108 700 000 დოლარი გაყიდა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა – დოლართან 14 თეთრით, ხოლო ევროსთან – 17 თეთრით.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.