FT: გაზპრომი ომის შედეგად მიღებული დანაკარგის აღდგენას, სულ მცირე, 10 წელი ვერ შეძლებს

გამოცემა Financial Times-ი გაზპრომის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ბუნებრივი აირის კომპანია ში მიმდინარე ომის შედეგად მიღებულ დანაკარგებს, სულ მცირე, 10 წელი ვერ აღადგენს.
კვლევის მიხედვით, 2035 წლისთვის რუსული გაზის ევროპაში ექსპორტი ყოველწლიური საშუალო მაჩვენებლით 50-75 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდება, რაც ომამდელი მაჩვენებლის თითქმის მესამედია.
გაზპრომი იმედოვნებს, რომ ევროპის ბაზარზე მიღებულ დანაკარგს აინაზღაურებენ ახალი გაზსადენით, რომელიც ჩინეთს დაუკავშირდება, თუმცა მისი მეშვეობით ბუნებრივი აირის ექსპორტირების შესაძლებლობა წელიწადში მხოლოდ 50 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდება, გაზის ფასი კი ამ ქვეყანაში ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ევროპაში, როგორც ეს ანგარიშში წერია. თავად გაზსადენის აშენებისთვის შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.
“გაზპრომისა და ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის სანქციების ძირითადი შედეგები არის ექსპორტის მოცულობის შემცირება, რომელიც 2020 წლის დონემდე აღდგება არაუგვიანეს 2035 წლისა.” – FT-ს ცნობით, წერია გაზპრომისთვის მომზადებულ ანგარიშში.
როგორც გამოცემა წერს, 151-გვერდიანი ანგარიში, რომელიც კომპანიის მმართველობამ შეუკვეთა და გასული წლის ბოლოს დაიწერა, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება, როგორ დააზიანა დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გაზპრომი და ზოგადად ს ენერგოსექტორი.
ბერლინში დაფუძნებული Carnegie Russia Eurasia Center-ის წარმომადგენელმა, სერგეი ვაკულენკომ ხაზი გაუსვა, რომ გაზპრომი რეგულარულად უკვეთავს კომპანიის გარე მკვლევრებს ანგარიშს, რომელსაც შემდეგში მთავრობისთვის დამატებითი დაფინანსებისა და დახმარების მოსათხოვად იყენებენ. ვაკულენკო წარსულში გაზპრომის შვილობილი ნავთობკომპანიის, გაზპრომ ნეფტის სტრატეგიის მეთაური იყო.
ანგარიშის მიხედვით, გაზპრომის წილი რუსეთის ენერგოექსპორტში შემცირდება. ასევე ხაზგასმულია, რომ ახალი ბაზრების პოვნაში მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე, კომპანიას გაუჭირდება, რომ მოგების ზრდას დაუბრუნდეს.
ანგარიშის შეფასებით, რუსეთის თხევადი გაზის ექსპორტი 2020 წლის 40.8 მილიარდი კუბური მეტრიდან 2035 წლისთვის 98.8-125.8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება და გაზის მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარი იქნება, შესაბამისად გაიზრდება ნოვატექის გავლენა, რომელიც რუსეთში თხევადი გაზის წარმოებაში ყველაზე დაწინაურებულია.
შიდა ბაზარზე ლიდერობის შესანარჩუნებლად გაზპრომს დასჭირდება, რომ გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე საკუთარი მონოპოლია გამოიყენოს და კრემლს შეღავათები მოსთხოვოს, როგორც ეს ანგარიშში წერია. აქვე აღნიშნულია, რომ გაზპრომი ბაზრის ნაწილს ნოვატექთან მიმართებაში მაინც დაკარგავს, ან მოუწევს, რომ საკუთარი თხევადი გაზის ინფრასტრუქტურა გამოიყენოს.
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ თხევადი გაზი რუსეთისთვის უფრო სანდო საექსპორტო წყარო იქნება, ვიდრე მილსადენები. მათივე აზრით, თხევადი გაზის ტერმინალების აშენება რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროებზე ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას ჩინეთის ფარგლებს გარეთაც და შესაძლებელი გახდება პეკინის მიერ გაზის ფასის კონტროლის შემცირება.
თუმცა, ანგარიშში ისიცაა ხაზგასმული, რომ გაზპრომს საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობის გაძლიერება მაინც გაუჭირდება, თუ რუსეთი ვერ შეძლებს ბოლო მოუღოს დასავლურ ტურბინებზე დამოკიდებულებას. ტურბინები საჭიროა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ბუნებრივი აირის კომპრესირებისა და მისი მილით გადატანისთვის.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში გასულ თვეებში ამბობდნენ, რომ კომპანიებს -ში წარმოებული ტურბინების შეკეთება მომავალ წლამდე შეეძლებათ. თუმცა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, რუსულ კომპანიებს ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ ტურბინების მნიშვნელოვანი ნაწილები, რომელთა კომპონენტების თითქმის 75% დასავლურ ქვეყნებში იწარმოება. ანგარიშის ავტორები გაფრთხილების სახით წერენ, რომ მოსკოვი შეიძლება იძულებული გახდეს, გააჩეროს ან დახუროს ელექტროსადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ ნაწილების ქვეყანაში წარმოებას ვერ შეძლებენ. ანგარიშის შეფასებით, რუსეთში გაზის ტურბინების წარმოების ხარჯი, სულ მცირე, 100 მილიარდი რუბლი დაჯდება და 5 წელი მაინც დასჭირდება. აქვე ხაზგასმულია, რომ თავად გაზპრომს მსგავს პროგრამაში ინვესტიციის ჩადება შემოსავლის ზრდის გარეშე გაუჭირდება.