ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის ს შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ “მწვანეების” მარცხს ის -ის და გერმანიის სპეცსამსახურებს აბრალებს.
აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ფონ კრამონი არ აცნობიერებს, რომ მის პარტიას, გერმანელმა ამომრჩეველმა ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, სასტიკი განაჩენი გამოუტანა.
“ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – ევროპარლამენტის მიღმა აღმოჩენილი გერმანელი “მწვანეების” წარმომადგენელი ახლა მისი ქვეყნისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს აბრალებს “მწვანეების” ფიასკოს.
თუმცა, არ აცნობიერებს, რომ “მწვანეების” ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, გერმანელმა ამომრჩევლებმა მას სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. საინტერესოა, “ნაცების” კმაყოფაზე კვლავ გააგრძელებს ყოფნას თუ მისი პოლიტიკური წონადობა უკვე უმნიშვნელოა?” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მან ბევრისგან გაიგო, რომ პრობლემა არა პუტინში, არამედ აშშ-ში, გერმანიის დაზვერვასა და CIA-შია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე