აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეხვედრები გამართეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტისას, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებსაც ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრებმა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სსიპ – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ დირექტორი სალომე დოლიძე.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის, კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, სამედიცინო მომსახურების მიზნით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, გერმანიის რესპუბლიკაში ვიზიტისას, საფეხბურთო კლუბ აინტრახტის პრეზიდენტთან აქსელ ჰელმანთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით ხედვებსა და პოლიტიკას.
შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილეს.
„ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი მიზანი გვაქვს – ჩვენს საკუთარ სახლში დაბრუნება, ყოველი ჩვენი ფიქრი, ყოველი ჩვენი მოქმედება, განცდა უნდა იყოს ამის ირგვლივ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის ხელშესაწყობად.
ამ საქმეში კი ის თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრების მონაწილეებმა გამოიჩინეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრი კარგი, საჭირო პროექტის განხორციელებას მოვახერხებთ, ჩვენი აფხაზეთის მოსახლეობის გაძლიერების, განვითარებისა და წარმატების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“