გია ხუხაშვილი: მცირე განმარტება, კარგად რომ გავიაზროთ პრეზიდენტის შემოთავაზებული ქარტიის ისტორიული მნიშვნელობა

“მცირე განმარტება, კარგად რომ გავიაზროთ პრეზიდენტის შემოთავაზებული ქარტიის ისტორიული მნიშვნელობა:
ხელისუფლებამ, ე.წ. “რუსული კანონი”-ს საბოლოოდ მიღების წუთიდან მოახდინა კონსტიტუციის 78-ე მუხლის საბოტირება და ამით უარი თქვა კონსტიტუციის გარანტის ფუნდამენტალურ ფუნქციაზე, რითაც საკუთარი თავი დააყენა კანონ-გარეშე და დღეის მდგომარეობით გვევლინება ძალაუფლების უზურპატორად.
ამის შემდეგ, ქვეყანაში დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა – პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა პირდაპირი დემოკრატიული პროცესის წარმართვის გზით.
შექმნა საგზაო რუქა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ქვეყანაში, შესთავაზა რა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მასთან ერთად აიღონ ვალდებულება, არჩევის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში განახორციელონ ყველა ის ცვლილება, რაც ამისთვის აუცილებელია.
ანუ, პრეზიდენტი და ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, საარჩევნო გზით აღკვეთონ ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო-კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა და დააბრუნონ ქვეყანა უზენაესი კანონით განსაზღვრულ ნორმალური განვითარების გზაზე.
ახლა თქვენ გააკეთეთ დასკვნა – ვინ არის რეალურად ომის პარტია და ვის უნდა მშვიდობა?!” –