ოღონდ გავერთიანდეთ და ენმ კვოტების ნახევარს სხვა პარტიებს გაუნაწილებს – სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ს განცხადებით, თუ საპარლამენტო სთვის ოპოზიცია ერთიან სიაზე შეთანხმდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვოტების ნახევარი სხვა პარტიებს უნდა დაუთმოს.
ამის შესახებ მან დღეს, 3 ივნისს, სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
„უახლოეს საათებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით, ხელს მოაწერს ს „ქართულ ქარტიას“. ჩვენ ვართ ერთიანობის მომხრე, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ქარტიის სულისკვეთებას და ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს [კოორდინაცია] ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, ამას ალტერნატივა არ აქვს[…]
მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას და ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანი გადანაწილება არ გამოვა, ამომრჩევლის წარმომადგენელი უნდა იყოს. რაც დაჯდება რეიტინგი, წინასწარ კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ. ამ სიტუაციაში ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს