აქ მაიდნის მოწყობა დეკლარირებულია, დასავლეთის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ აპირებენ ამის გაკეთებას – ბესარიონ გუგუშვილი

დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა ,,იმედზე”, გადაცემა ,,იმედი ლაივის” ეთერში განაცხადა:
„აქ მაიდნის მოწყობა დეკლარირებულია, დასავლეთის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ აპირებენ ამის გაკეთებას. რატომ ვერ აკეთებენ? აქ არასამთავრობოების ბრალია სინამდვილეში. არასამთავროები დასავლეთს აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ ესიამოვნება და ისე წარმოუდგენენ საქმეს, თითქოს ქართველი ხალხის დიდი უმეტესობა ხელისუფლების წინააღმდეგ არის და მისი დამხობა უნდა. რაც, რა თქმა უნდა შეცდომაა. ჩემი თვალით ვნახე, რომ ოჯახის ზეიმზე ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე მათ ყველაზე დიდ თავშეყრაზე. ასე რომ, ამას არ აქვს საფუძველი, თუ რამე ექსტრემისტული არ ჩაიდინეს“

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს