“ვიბრძვით! ყველას გვერდში დავუდგებით” – ეკა ნიჟარაძე.

ახალგაზრდა მსახიობის ანანო მახარაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 4 ივნისს გამოაცხადებს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე მსახიობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – გზის გადაკეტვას ედავებიან.
სასამართლოში მახარაძის მხარდასაჭერად დღეს მისი კოლეგები მივიდნენ. ეკა ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოზიციის მქონე სხვა მსახიობებიც დაიბარონ და დააჯარიმონ.
“გზა გადაკეტა 200 000-მა ადამიანმა, ეს ყველასთვის არის ცნობილი, მარტო მ არ იცის ეს ამბავი. ალბათ, ყველას დაგვიბარებენ, გადავიხდით ჯარიმებს, ვინც ვერ იხდის, მისთვის აუცილებლად შეგროვდება თანხა, ყველას გვერდში დავუდგებით. ვიბრძვით!” – აცხადებს ეკა ნიჟარაძე.
დღეს სასამართლოს შენობაში იმყოფებოდნენ ბაია დვალიშვილი, ნატა მურმანიძე და ქართული კინოს და თეატრის სხვა ხელოვანები.

ასევე დაგაინტერესებთ