რომან გოცირიძემ უშვერი სიტყვებით ლანძღა ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – მის მიმართ ჩვენი რეაქცია ადეკვატური იყო

რომან გოცირიძემ უშვერი სიტყვებით ლანძღა ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს – მის მიმართ ჩვენი რეაქცია ადეკვატური იყო
„არც ერთ ადამიანს არ გავუტარებ და არ ვაპატიებ შეურაცხყოფას – ს არ მოვუხდი ბოდიშს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ მედიასთან საუბარში განაცხადა. ბერაია ამ განცხადებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის კრიტიკას გამოეხმაურა, რაც უშუალოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მისი მხრიდან გაჟღერდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რომან გოცირიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ.
„რომან გოცირიძემ პირდაპირ, უშვერი სიტყვებით ლანძღა ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერდა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რის გამოც ჩვენგან ადეკვატური პასუხი მიიღო – არც ერთ ადამიანს არ გავუტარებ და არ ვაპატიებ შეურაცხყოფას, მით უმეტეს, როდესაც ეს შეურაცხყოფა ხალხს, ქართულ საზოგადოებას ეხება. რა თქმა უნდა, რომან გოცირიძეს არ მოვუხდი ბოდიშს, რადგან მის მიმართ ჩვენი რეაქცია ადეკვატური იყო იმ უმსგავსოების და სიბინძურის გამო, რაც მან ჩაიდინა“, – აღნიშნა დაჩი ბერაიამ.
Previous: ხიდაშელი როგორც ადრე იგლეჯდა კალთებს მაყუთისა და პირადი ინტერესის გამო, ახლაც იგივეს აკეთებს, უბრალოდ, მაშინ ტაივანის გრანტები არ იყო, მხოლოდ სოროსის ძუძუზე იყვნენ დაძგერებულები

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე