ვეტოს დაძლევა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის რეზერვებს შეიწირავს – რომან გოცირიძე

დღესაც, ვეტოს დაძლევაც, შეიწირავს ალბათ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის რეზერვებს, ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მ, სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მაისის თვის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ფასი 26 პროცენტით დაეცა და ქვეყანას პოლიტიკური კურსის ცვლილებისას მძიმე დღეები დაუდგება.
„აგენტების რუსული კანონის მიღების დღეს ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა და ლარიც გაუფასურდა. ეს დღე ეროვნულ ბანკს 60 მილიონი დოლარის რეზერვების დაკარგვად დაუჯდა. დღესაც, ვეტოს დაძლევაც, შეიწირავს ალბათ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის რეზერვებს.
მაისის თვის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ფასი 26 პროცენტით დაეცა. ეს მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია. მძიმე დღეები დაუდგება ქვეყანას პოლიტიკური კურსის ცვლილებისას“.