,, ხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, სადაც თავპირს ალეწავთ ამ კანონის მიღების დროს და ხალხს ეუბნებით, ხალხო, თქვენ გამო გიკეთებთ ამას” – ლევან ხაბეიშვილი

,, ხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, სადაც თავპირს ალეწავთ ამ კანონის მიღების დროს და ხალხს ეუბნებით, ხალხო, თქვენ გამო გიკეთებთ ამას” –
,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა:
,,ახალგაზრდებს, ვისაც თქვენ სახის ძვლებს, ცხვირის ძვლებს აუტეხავთ, ეს შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს გამთელდება, ეს უნდა გესმოდეთ და სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, სადაც თავპირს ალეწავთ ამ კანონის მიღების დროს და ხალხს ეუბნებით, ხალხო, თქვენ გამო გიკეთებთ ამას, თქვენ გჭირდებათ და ამიტომ გალეწავთ თავს, გირტყამთ თავში, გილეწავთ ცხვირს, ამიტომ გაძრობთ თავის ქალას, უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ?! არ უყურებთ გუშინ სპეცრაზმი, ე.წ. ომონი ფაქტობრივად, რუსეთში რასაც აკეთებს ფორმიანი იგივე გააკეთეს, ქართველი გამოიყვანეთ ქართველის წინააღმდეგ და გაუსწორდით სასტიკად ადამიანებს, რამდენიმე ათეული დაესხა თავს და უმოწყალოდ, სასტიკად სცემდნენ ახალგაზრდებს. ეს დავიჯერო რომ არ ნახეთ?! და თქვენ გგონიათ რომ ამის მერე ხელისუფლებაში ხართ, დღეს ხელისუფლებაში არის ხარება, ხელისუფლებაში არიან ის რობოკოპები, რომლებიც თქვენ გიცავენ, რომელთა გარეშეც პარლამენტში ვერც შემოიპარებით, ვერც გაიპარებით და თქვენ რომ პარლამენტში მოხვიდეთ, ამიტომ ათეულობით ადამიანს უტეხავენ თავებს, ულეწავენ ცხვირს, აძრობენ თავის ქალას, აკავებენ ახალგაზრდებს, ამ მათ ჰყავთ მშობლები, დედები ამას უყურებენ ტელევიზიით, მაგრამ თქვენ რომ დედები არ გაინტერესებთ ეს გამოჩნდა, როცა სახლებში უვარდებით ხალხს. ვის თავში მოიხარშა, დიტო სამხარაძე, ნაგვის ყუთი რომ აქვს, უკაცრავად თავში. ფაქტობრივად ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავპირის ლეწვა, ასე გიყვართ თქვენ ქართველი ხალხი. სარწმუნოებაზე ლაპარაკობთ, აღდგომის კვირაში ადამიანებს თავის ქალა ააძრეთ, სახლებში მიუვარდით, სცემეთ”.

ასევე დაგაინტერესებთ