„ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა”- გიორგი ბოტკოველი ბიძინა ივანიშვილზე

„ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა”- გიორგი ბოტკოველი ბიძინა ივანიშვილზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს.”
„ვაჭარი ადამიანიც გვინახავს, თაღლითიც, მაგრამ ადამიანი, რომ საკუთარი ქვეყნით ვაჭრობდეს თავისი ფულის გადასარჩენად, ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული ქმედებაა. თუ ვინმე ვერ ხედავდა, რატომ მოვიდა ხელისუფლებაში და აქამდე რას სჩადიოდა, ახლა ყველამ კარგად დაინახა.
ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, თუმცა მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა. დარწმუნებული ვარ, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და ყველას, ვინც ირიბად თუ პირდაპირ ჩართულია ქვეყნის ღალატის პროცესში, სანქციები დაუწესდება“, – აღნიშნა ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ