დღეს პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს

დღეს, პარლამენტი, მესამე მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიიღებს. მესამე მოსმენის ფარგლებში, დოკუმენტში მხოლოდ რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი.
უმრავლესობის განმარტებით, მათი ოპონენტების პროტესტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი რაღაცას მალავენ.
ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დასწრებასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას კიდევ ერთხელ აპირებს, მეორე ნაწილის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია.
კანონპროექტი, საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, ხელმოსაწერად, პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ დოკუმენტს ვეტოს დაადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება