ჯონ ბასი – საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, რომლით სვლაც ქართველ ხალხს სურს, – ასე ეხმაურება სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საქართველოს ხელისუფლებას მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით“, – წერს ჯონ ბასი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება