რუსეთში შესაძლებელი ხდება ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს სტატუსი – “არასასურველი”

რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს “არასასურველის” სტატუსი. ეს შეეხება ორგანიზაციებსაც, რომლებშიც სახელმწიფოც ჩართულია. ამ სიახლეზე იუწყება სააგენტო TASS-ი, რომელსაც აქვს კანონპროექტის ტექსტი.
კანონპროექტით შესწორებები შედის ხუთ ფედერალურ კანონსა და ორ მუხლში, რომლებიც მიემართება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სასჯელებს “არასასურველი ორგანიზაციების” საქმიანობაში მონაწილეობისთვის. სიახლე არ გავრცელდება მთავრობებს შორის მოქმედ ორგანიზაციებზე, რომელთა წევრებს შორის ც ირიცხება.
მოცემულ მომენტში კანონი შესაძლებელს ხდის მხოლოდ უცხოური არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების შეყვანას “არასასურველი” ორგანიზაციების ნუსხაში.
“არასასურველი ორგანიზაციების” სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ამ დროისთვის მასში შეყვანილია 160-ე მეტი სტრუქტურა, რომლებიც, რუსეთის გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს აზრით, “საშიშროებას უქმნიან კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან თავდაცვისუნარიანობას”. სიაში მოხვედრილებს შორისაა დამოუკიდებელი მედიის რედაქციები – რადიო თავისუფლების ჩათვლით – უფლებადამცველი ჯგუფები, ეკოლოგიური და საგამოძიებო ორგანიზაციები.
“არასასურველი” ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამასთან, “საქმიანობაში მონაწილეობის” არსი კანონსა და კოდექსებში ბუნდოვნად არის განსაზღვრული.

ასევე დაგაინტერესებთ