„ქვეყნის არევაც მაგიტომ სურთო!“ – დიტო სამხარაძე

„ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე:
„ბოლო დღეებია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
მიწევს ყოფნა და საუბარიც ბევრთან მქონდა! გაგანდობთ ხალხი რას ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში მე ვინც შემხვდა, ასე აფიქსირებს! პირველი, ქართული კანონის გატანა მხოლოდ ლომჯარია-გიგაურის ფულის წარმომავლობის და ხარჯვის გასაგებად არ უნდათ, თვლიან, რომ ღირსების საკითხია და თუ ბოლომდე დადგებით და კანონს მიიღებთ, ხალხი დაწყნარდება, ე.ი. სხვა რაღაცეებსაც, მათ შორის ომის დაწყებასაც ვერ გაიძულებენო! კანონთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის საუბარი 90%-თან მქონდა! ანუ ხალხი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მშვიდობას ითხოვს, ამ ყველაფერს კი საქართველოს ხელისუფლების მიერ ხალხის ინტერესების დაცვაში და არა რომელიმე ქვეყნის მონობაში ხედავს! მეორე, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ, რატომ აძლევთ ამათ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლებასო? თუ ასეთი მაგრები არიან და ხალხი მხარს მათ უჭერს, არჩევნებზე გაიმარჯვონ და შეცვალონ ქართული კანონი და იყვნენ შემდეგ სხვისი მონებიო, მაგრამ იციან, რომ არჩევნებს ვერ იგებენ და ქვეყნის არევაც მაგიტომ სურთო!

ასევე დაგაინტერესებთ