ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა

ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა. დილიდან სტუდენტები ს საზღვაო აკადემიის შენობასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა ბათუმის ქუჩებში გამართეს. აქციის მონაწილეებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სტუდენტთა პროტესტს გაფიცვის თაობაზე, ლექტორებიც უერთდებიან და მხარდაჭერას უცხადებენ.
სტუდენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასობით სტუდენტი გარეთ გამოვა და პროტესტს არ შეწყვეტს.

ასევე დაგაინტერესებთ