აშშ-ში გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს

აშშ-ში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა რიჩარდ სლეიმენი – პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს.
სლეიმენმა ოპერაცია მიმდინარე წლის მარტში გაიკეთა. ორი კვირის შემდეგ ის საავადმყოფოდან გამოწერეს.
მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ექიმების თქმით, რომელთაც ისტორიული ოპერაცია ჩაატარეს, მიუსამძიმრეს გარდაცვლილის ოჯახს და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ სიკვდილი გადანერგვის ოპერაციამ გამოიწვია.
მედიკოსების გეგმის მიხედვით ღორის თირკმლით სლეიმანს მინიმუმ 2 წელი უნდა ეცოცხლა. პაციენტს 2018 წელს ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს, რომელმაც მხოლოდ 5 წელი შეძლო ფუნქციონირება.
წარსულში ღორის თირკმელი წარმატებით მხოლოდ იმ პაციენტებს გადაუნერგეს, რომელთაც ოპერაციამდე ტვინის სიკვდილი ჰქონდათ დიაგნოზირებული. გარდა ამისა, ორჯერ ჩატარდა ადამიანისთვის ღორის გულის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია, თუმცა ორივე პაციენტი რამდენიმე თვეში, ოპერაციისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.