მარჯანიშვილის მოედნიდან წამოსულ „ევროპის მარშის“ მონაწილეებს მარჯვენა სანაპიროზე პროტესტის სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც „ევროპის მარშს“ მარჯანიშვილის მოედნიდან მართავენ, მარჯვენა სანაპიროზე პროტესტის სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან.
ისინი მსვლელობით ევროპის მოედანზე მივლენ, სადაც აქცია გაგრძელდება. პროტესტის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით, „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“. მათ ხელში უჭირავთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.
აღსანიშნავია, რომ მსვლელობისას მათ უკრაინის ჰიმნი გააჟღერეს. მარშის მონაწილეებს ორი მხრიდან სამართალდამცველები მიყვებიან. ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ დედაქალაქის სამი ლოკაციიდან ეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ