ვერ ჩავატარებ ლექციებს უნივერსიტეტში, რომელიც არ იმჩნევს პროფესორებზე მუქარას – თსუ–ს ლექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ნათია კუპრაშვილი სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს და მათ ინიციატივას უერთდება.
ვუერთდები სტუდენტებს. მეც ვერ ჩავატარებ სააუდიტორიო შეხვედრებს იმ უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც, მინიმუმ, არ იმჩნევს საკუთარ ასოცირებულ პროფესორზე განგრძობით მუქარებს და ზეწოლას. მარტო მე ვერ გავიფიცები, ცხადია. რაც შეეხება სწავლა-სწავლებას, არც მე ვაპირებ შევწყვიტო და არც ეს სტუდენტები შეწყვეტენ განათლებას”, – წერს ნათია კუპრაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ