“პირველი დღიდან იქ ვდგავარ, სადაც ჩემი სტუდენტები” – თსუ–ს ლექტორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ში ევროპისმცოდნეობის (European Studies) ინგლისურენოვანი სადოქტორო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამფუძნებელი ნინო ლაპიაშვილი:
დღეს თსუ სტუდენტებმა გაავრცელეს მიმართვა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ მე, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში EU/ევროკავშირის მიერ დაარსებული IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტის (Institute for European Studies) დირექტორი, ასევე, თსუ-ში ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და აკადემიური კოორდინატორი ვაცხადებ, რომ პირველი დღიდან იქ ვდგავარ, სადაც ჩემი სტუდენტები მათზე განხორციელებული ორგანიზებული ძალადობის მიუხედავად აპროტესტებენ მთავრობის მიერ უკვე მეორედ შემოტანილ რუსულ კანონს და საქართველოს მიერ ევროპული კურსიდან გადახვევის დამღუპველ მცდელობას.
#არარუსულკანონს! #კიევროპას!

ასევე დაგაინტერესებთ