ხარკოვის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის იერიშებს, ასობით ევაკუირებულია

უკრაინის ხარკოვის ოლქში ასობით სამოქალაქო პირი გახდა იძულებული, თავისი საცხოვრებელი მიეტოვებინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბომბა რეგიონი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის უდიდეს ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადა.
ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა საარტილერიო და სხვა სახის იერიშების შედეგად. მოხდა 1700-მდე ადამიანის ევაკუაცია.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 11 მაისს დაასახელა 100-ზე მეტი ადგილი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რაც მიანიშნებს იერიშების ინტენსივობის ზრდაზე.
ომი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა ში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“