ვასო ურუშაძე – პლაკატები ჩემი სახლის კედელზეც გაუკრავთ – ალბათ, არ იციან ეკლესიას რომ ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული

ალბათ, არ იციან, რომ ეკლესიას ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე აცხადებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, შეურაცხმყოფელი წარწერები მის საცხოვრებელ სახლთანაც გააკეთეს.
„წარწერები ჩემი სახლის კედელზე – ალბათ, არ იციან ეკლესიას რომ ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული. პლაკატებიც გაუკრავთ, უბრალოდ ვერ ვნახე, მეზობლებს ჩამოუხევიათ. ასე გამოიყურება სასოწარკვეთილი ხელისუფლების ბოლო ჟამი.
მალე გავიმარჯვებთ, მტრების ჯინაზე! ქვეყანასაც ავაშენებთ და ეკლესია-მონასტრებსაც ევროპულ, ქრისტიანულ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად”, – აცხადებს ვასო ურუშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით