“მეორე ჩასაფრება, დღისით, ორი ვირთხა გამოექანა, ჰაერში ვისროლე” – ჯაფარიძე მანქანის ფოტოს აქვეყნებს

მანქანიდან პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა გამოექანა, მერე მეორე, ჰაერში ვისროლე – ზურა ჯაფარიძის თქმით, მას კვლავ ჩაუსაფრდნენ.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი სოციალურ ქსელში მანქანის ფოტოსაც აქვეყნებს, რითაც, მისი განცხადებით ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ
ჯაფარიძის თქმით, გასროლის შემდეგ, ორივე თავდამსხმელი გაიქცა.
მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით
გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული
ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ
ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას
ჰაერში ვისროლე და დავემუქრე.
პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა
ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში
ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა
ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენი შეშინებულის დედას შევე*ი”

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს