Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა

Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. თამაშის მერვე ტური 19 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.
„რა? სად? როდის“ ბიზნეს ლიგის 2023/24 წწ სეზონი შედგება 10 თამაშისგან (ტურისგან), რომლებიც იმართება პარასკევს საღამოს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” ბოლრუმში თვეში ერთხელ. საღამოს წაუძღვა გიორგი მოსიძე.
ყოველი ტური შედგება ორი ინტელექტუალური კონკურსისგან: გასახურებელი თამაში „მატრიცა“ და ძირითადი თამაში „რა? სად? როდის?“
თამაშის აღნიშნული ეტაპისთვის ბიზნეს-ლიგის ახალმა პარტნიორმა, Hotsale.ge-მ დააწესა 6 ვაუჩერი გუნდისთვის, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებდა, მიუხედავად დივიზიონისა.
გამარჯვებულ გუნდს კომპანიამ შემდეგი საგზურები გადასცა:
ეკო სოფელი ტყეში • ECO VILLAGE IN THE FOREST
ეკო-სოფელი კახეთში, სოფელ გურგენიანში მდებარეობს და ყველანაირი კომფორტია შექმნილი დასვენებისთვის. სტუმრებს ადგილზე დახვდებათ სპა, ფინური და ორთქლის საუნები. ახლო მომავალში იგეგმება საცურაო აუზის აშენებაც.
ჰილსაიდ ყაზბეგი • HILLSIDE KAZBEGI
ყაზბეგის გულში, სტეფანწმინდაშია განთავსებული “ჰილსაიდ ყაზბეგი • HILLSIDE KAZBEGI”-ის კოტეჯები. თითოეული მათგანი 2-დან 4 სტუმრამდეა გათვლილი, რაც უზრუნველყოფს მშვიდ და მყუდრო დასვენებას. კოტეჯების ტერასებიდან და ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედები კავკასიონზე. კოტეჯების თბილი დიზაინი და მოდერნული კომფორტის საშუალებები სრულყოფს სასიამოვნო დასვენებას.
კიდე • KIDE
კოტეჯი მდებარეობს დუშეთის რაიონში, გუდამაყრის ხეობაში, სოფელ გამსში, თბილისიდან 100 კმ-ში. მთის კიდეზე, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი “კიდე • KIDE”. კოტეჯში მისულ სტუმრებს დახვდებათ 4 საძინებელი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, დიდი ტერასა და BBQ ზონა.
სახლი ტბასთან სიონში • LAKE HOUSE SIONI
„სახლი ტბასთან სიონში • LAKE HOUSE SIONI“ თიანეთის რაიონში, დაბა სიონში, ტბის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. კოტეჯი გათვლილია 2 პერსონაზე და სრული კომფორტია შექმნილი სტუმრებისთვის. ღირებულებაში შედის ტრანსფერი და შთამბეჭდავი ჯიპ ტური.
დაიმონდ კოტეჯი • Diamond’s Cottages
დაიმონდ კოტეჯი • Diamond’s Cottages კახეთში, ლაგოდეხში მდებარეობს და გათვლილია 2-4 სტუმარზე. ტერიტორიაზე მოწყობილია ბარბექიუ ზონა, დიდი გამწვანებული ეზო. ტერასიდან კი იშლება კახეთის ულამაზესი ხედები.
პანორამა სხალტბა • PANORAMA SKHALTBA
კოტეჯი მცხეთის რაიონ, სოფელ წეროვანში მდებარეობს და გათვლილია 2-4 სტუმარზე. კოტეჯიდან იშლება პანორამული ხედები. ტერიტორიაზე მოწყობილია BBQ ზონა და რესტორანი.
აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ბიზნესლიგის მე-9 ტურის პარტნიორიც გახდა და გამარჯვებულ გუნდს საჩუქრებს გადასცემს. Hotsale.ge აღნიშნული ტრადიციის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს