უცნობი პირი აქციაზე მანქანით შევარდა

პარალმენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე უცნობმა პირმა, ავტომობილით აქციის მონაწილეების წრე გაარღვია და პოლიციის მიმართულებით წასვლა დააპირა. პოლიცია და აქციის მონაწილეები მანქანას გადაუდგნენ. ძალოვანებმა მძღოლი ამოათრიეს მანქანიდან და ადგილიდან გაიყვანეს. ამის შემდეგ განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომლებმა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ისევ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ